ციფრულმა რეალობამ და ტექნოლოგიების განვითარებამ ბევრი რამ შეცვალა სამყაროში. შეიცვალა მუზეუმების როლიც თანამედროვე საზოგადოებაში – დახურული სივრციდან ის გადაიქცა ღია, სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კულტურული ფუნქციის მქონე დაწესებულებად.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და წარმოჩენის საქმეში განუზომელია მუზეუმის თანამშრომელთა როლი – განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანები არა მხოლოდ სტატუსით, არამედ ემოციურად და პირადი გამოცდილებებით დაკავშირებულნი არიან მუზეუმებში დაცულ ექსპონატებთან. სწორედ ამ ემოციებსა და გამოცდილებებზე დაფუძნებული ნარატივები ხდება საზოგადოებისათვის მუზეუმების გაცნობის საიმედო წყარო.
ამ მიზნით, 23 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე, მუზეუმების გაერთიანების თანამშრომლებისათვის ჩატარდა ვორკშოპი: „შემოქმედებითი და კრეატიული წერა“. ვორქშოპის ფარგლებში შეიქმნა უამრავი ნოველა-ნარატივი, რომელშიც ინფორმაციული და ემოციური ელემენტები გაერთიანდა.
ვორკოშოპი გაერთიანების თანამშრომლებს პროფესორმა ცირა ბარბაქაძემ ჩაუტარა.