ღონისძიება „აფხაზეთი – მეხსიერების მუზეუმი“ გაიმართა

IMG 7221 - ღონისძიება „აფხაზეთი - მეხსიერების მუზეუმი“ გაიმართა

27 სექტემბერს თბილისის მუზეუმების გაერთიანების ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ღონისძიება „აფხაზეთი – მეხსიერების მუზეუმი“ გაიმართა.

ღონისძიება გახსნა მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მევიოლინეთა ანსამბლმა “სი-მმა”.

მოწვეულმა სტუმრებმა – ზვიად კვარაცხელიამ, შორენა ლებანიძემ, ირაკლი შამათავამ, ბესო სოლომანაშვილმა, მარიამ წიკლაურმა, გიორგი შერვაშიძემ, რობერტ მესხმა და ლევან ლორიამ წაიკითხეს ფრაგმენტები აფხაზეთისადმი მიძღვნილი საკუთარი მოთხრობებიდან.

ღონისძიება „აფხაზეთი – მეხსიერების მუზეუმი“ თბილისის მუზეუმების გაერთიანების ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ყოველი წლის 27 სექტემბერს იმართება.

აფხაზეთი და სოხუმი ჩვენი სამშობლოა, უფრო მეტია, ვიდრე რუკაზე მონიშნული ტერიტორია და საგზაო მანიშნებლები საქართველოს ცენტრალურ მაგისტრალებზე მგზავრობისას, რომლებიც დასავლეთ საქართველოსკენ, სოხუმისკენ მიგვითითებენ.

სოხუმი თითეული ადამიანისთვის ინდივიდუალური ამბავია, ვისთვის მითია, ვისთვის ტკივილი, ვისთვის ისტორია და ვისთვის უწყვეტობა.