აღბეჭდილი წამი

წამი scaled - აღბეჭდილი წამი

 დრო ის პირობითი განზომილებაა, რომელსაც ადამიანები ვერც ვაჩერებთ და ვერც ვიმორჩილებთ, არც კი ვიცით, სად იწყება.

დრო არასდროს ჩერდება – ის ყოველთვის უცვლელი სიჩქარით მიდის. მასზე ფილოსოფოსები, ხელოვანები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები საუბრობდნენ და მომავალშიც ისაუბრებენ.
გაჩერებული საათი, მხატვრების ცნობილი ტილოები, ჩანაწერები, რომლებიც ავტორის იმ დროის გრძობებს ასახავს, შეგრძნებები, რომელიც წარსულში გვაბრუნებს..

როგორ ცდილობდნენ ადამიანები დროის „შენახვას“, წამის შეჩერებას…

🏛 თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება – გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური ბინა-მუზეუმი გთავაზობთ საგანმანათლებლო-შემეცნებით პროგრამას „აღბეჭდილი წამი“.

👫 საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეები მუზეუმში ექსკურსიის შემდეგ, მრავალფეროვანი ფოტო და აუდიომასალის გამოყენებით, ნახავენ და მოისმენენ:

✥ რა ისტორიას ინახავენ ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშები;
✥ როგორ ხდება თანამედროვე ტექნოლოგიებით დროის „შენახვა“;
✥ რა მოგონებებს აღძრავს ჩვენში სხვადასხვა შეგერძნებები;
✥ პროგრამა დასრულდება საინტერესო დისკუსიით.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ასევე ინდივიდუალურად.

◈ მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 15
◈ პროგრამის ხანგრძლივობა: 90 წუთი
◈ პარასკევი: 15:00 საათი
◈ ქ. თბილისი. კ. მარჯანიშვილის ქ. N4
◈ პროგრამის ღირებულება: 5 ლარი
◈ (032) 2 305 001 | 599 515573, 568 515573