10 სექტემბერს არტოს ბაღში თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ კიდევ ერთი საგანმანათლებლო-შემეცნებითი ვორკშოპით უმასპინძლა ბავშვებს.
„ბალეტში გაცოცხლებული ზღაპარი“ თბილისის მუზეუმების გაერთიანების პედაგოგ-გიდმა, მარიამ გაბისონიამ, ჩაატარა.
ვორკშოპის მონაწილეებმა მოისმინეს ბალეტისა და საბალეტო ტანსაცმლის შექმნის ისტორია, მაკნატუნას თავგადასავალი და თავად გახდნენ ზღაპრის ავტორები.