ილია და თბილისი

Ilia 1 - ილია და თბილისი

 

თბილისი განსაკუთრებული ქალაქია, თბილისის განსაკუთრებულობას თბილისის ისტორიული არეალი, ურბანული გარემო, გეოგრაფიული მდებარეობა, მრავალკულტურულობა, სიფერადე, თბილისის მუზეუმების გაერთიანების მემორირებული პირები და მათი ურთიერთობებიც მოწმობს.

გამოცემა „ ილია და თბილისი“ აერთიანებს ილია ჭავჭავაძისა და თბილისის ისტორიებს, ილიას სიყვარულსა ილიასეული თბილისის შესახებ მოგვითხრობს.

„ტფილისი ჩვენი მშობელი ქალაქია ყველანი, ვინც აქა ვშობილვართ, აქა ვცხოვრობთ, აქა ვტრიალებთ, რა მილეთისაც გინდ იყოს კაცი, მისი შვილები ვართ და სამსახური უნდა გავუწიოთ ერთნაირის გულისცემითა, ერთნაირის ნატვრითა, რომ ჩვენი დედაქალაქი გამოკეთდეს, გამოფაქიზდეს, მოჯობინდეს, მოჯამრთელდეს“.

ილია ჭავჭავაძის ცხოვრება და შემოქმედება ეპოქაა, ერის ისტორია და მომავალია, რომელიც სახელმწიფოს მშენებლობას უყრის საძირკველს და სამომავლო ფუნდამენტსაც ამაგრებს.

პროექტი თბილისის შესახებ თბილისის მუზეუმების გაერთიანების სტრატეგიის ნაწილია, რომელიც შეიძლება აღვწეროთ, როგორც ტრადიციული სამუზეუმო საქმიანობის შენარჩუნებისა და საგანმანათლებლო ასპექტის სინთეზი.

წიგნში წარმოდგენილი მასალა დაცულია თბილისის მუზეუმების გაერთიანების ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის ფონდში.

მხატვარ-დიზაინერი: ნინო ანდრიაშვილი

ფოტო: მირიან კილაძე

გამომცემლობა: შ.პ.ს. „სეზანი“

ღირებულება: 29 ლარი