აბესალომ და ეთერი – ლიბრეტოში სახეცვლილი ეპოსი

018 - აბესალომ და ეთერი – ლიბრეტოში სახეცვლილი ეპოსი

3 აგვისტოს თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში ლექციების ციკლის – „ვარიაციები მუსიკალურ თემებზე“ – ფარგლებშიც, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა მანანა პაიჭაძემ საჯარო ლექცია „აბესალომ და ეთერი – ლიბრეტოში სახეცვლილი ეპოსი“ წაიკითხა.

ლექცია მიეძღვნა დირიჟორისა და კომპოზიტორის, ზაქარია ფალიაშვილის დაბადების დღეს.

სტუმარმა ისაუბრა შემდეგ თემებზე:

📎 ოპერის ლიტერატურული პირველწყარო – ეპოსი,ზღაპარი, თუ რომანი?
📎 ლიტერატურადმცოდნეობაში და ფოლკლორისტიკაში არსებული შეხედულებები (პავლე ინგოროყვა
და ზურაბ კიკნაძე);
📎 ოპერა „აბესალომ და ეთერის“ შესახებ – ლიბრეტოს სტრუქტურა და დრამატურგია;
📎 მუსიკალური კომპოზიცია, როგორც ამ პროცესის დამგვირგვინებელი აკორდი.