„მუზეუმი მუზეუმს გარეთ“ – ნიქოზში

IMG 0394 1 - „მუზეუმი მუზეუმს გარეთ“ - ნიქოზში

თბილისის მუზეუმების გაერთიანება აგრძელებს პროექტს „მუზეუმი მუზეუმს გარეთ“ და 31 ივლისს საგანმანათლებლო პროგრამით – „კედლების ენა“ – ნიქოზის ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის ხელოვნების სკოლას ვესტუმრეთ 🎨

პროგრამას თბილისის მუზეუმების გაერთიანების ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის პედაგოგ – გიდი, მარიამ ევსია, უძღვებოდა.

„მუზეუმი მუზეუმს გარეთ“ – თბილისის მუზეუმების გაერთიანების საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც 2018 წლიდან, ყოველ ზაფხულს იმართება.

პროექტი გულისხმობს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამისა და ვორკშოპის რეგიონებში ჩატარებას, გასვლითი ღონისძიებების სახით.