თბილისის მუზეუმების გაერთიანება აგრძელებს საგანმანათლებლო პროგრამების ჩატარებას – ღია ცის ქვეშ.
25 ივლისს, არტოს ბაღში, თბილისის მუზეუმების გაერთიანების საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამა/ვორკშოპი „თოჯინების ისტორია“ ჩატარდა.
ბავშვებმა მოისმინეს:
✥ საინტერესო ფაქტები არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი უძველესი თოჯინების შესახებ;
✥ სხვადასხვა ქვეყნის თოჯინების შექმნის ისტორიები;
✥ ქართული ეთნოგრაფიული დედოფალების შექმნის ისტორია;
✥ გაეცნენ მეთოჯინის პროფესიას;
✥ პროგრამის ბოლოს კი, მონაწილეებმა თავად შექმნეს ქართული ტრადიციული დედოფალები.
პროგრამას უძღვებოდა მეთოჯინე ბაჩო ცანავა.