გალაკტიონ ტაბიძის განახლებული მემორიალური ბინა-მუზეუმის გახსნა

TBGR9182 1 - გალაკტიონ ტაბიძის განახლებული მემორიალური ბინა-მუზეუმის გახსნა

22 ივლისს თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება – გალაკტიონ ტაბიძის განახლებული მემორიალური ბინა-მუზეუმი გაიხსნა.

გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური ბინა-მუზეუმი წარმოდგენილია განახლებული ექსპოზიციით, რაც გულისხმობს თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სამუზეუმო და საგანმანათლებლო სივრცეს.

მუზეუმში სრულად არის დაცული, როგორც ბინა-მუზეუმის მემორიალური თავისებურება, ისე სამუზეუმო საჭიროებები.
საგამოფენო სივრცეები თანამედროვე მუზეოგრაფიის შესაბამისადაა მომზადებული, ინსტალაციები კი, რომლებიც მუზეუმში დაგხვდებათ, გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებასა და ბიოგრაფიას ქრონოლოგიურად ჰყვება.

თბილისის მუზეუმების გაერთიანების მისია – ეს არის მუზეუმების ახალი როლი თანამედროვე საზოგადოებაში, როდესაც თანამედროვე მუზეუმი აფართოვებს სამუზეუმო საქმიანობის თვალსაწიერს და ცოდნის გაზიარების პარალელურად, კოლექციასთან ერთად პრიორიტეტად აქცევს დამთვალიერებელს.

მუზეუმი ღიაა: ყოველდღე 10:00 საათიდან 18:30 საათამდე.