თბილისის მუზეუმების გაერთიანება აგრძელებს პროექტს „მუზეუმი მუზეუმს გარეთ“ და 29 ივლისს საგანმანათლებლო პროგრამით – „თოჯინების ისტორია“ – წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის დედათა მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრა.
პროგრამას მეთოჯინე ბაჩო ცანავა უძღვებოდა.
„მუზეუმი მუზეუმს გარეთ“ – თბილისის მუზეუმების გაერთიანების საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც 2018 წლიდან, ყოველ ზაფხულს იმართება.
პროექტი გულისხმობს სხვადასხვა საგანმანათლებლო
პროგრამისა და ვორკშოპის რეგიონებში ჩატარებას, გასვლითი ღონისძიებების სახით.