ტატო – ნიკოლოზ ბარათაშვილი

Gaerkani Print 18x24cmფ scaled - ტატო - ნიკოლოზ ბარათაშვილი

წელი: 2017

გარეკანი: რბილი

მხატვარ-დიზაინერი: ნინო ანდრიაშვილი

ღირებულება: 8 ლარი

„რასაკვირველია, თვითონ არ იცოდა, ამდენი თუ შეეძლო, არც მისმა ახლობლებმა  იცოდნენ, არავინ არ იცოდა. საქართველოში ბნელოდა. გაუვალი წყვდიადი იდგა მყარად.. მას უჭირდა ამ სიბნელეში ცხოვრება. ეშინოდა ამ სიბნელისა და, ჩამონგრეულ გვირაბში მოყოლილი კაცივით ყველა ღონეს ხმარობდა სამზეოზე ამოსასვლელად“.

– ოთარ ჭილაძე, ამონარიდი გამოცემის წინასიტყვაობიდან.

„ტატო – ნიკოლოზ ბარათაშვილი“ –  თბილისის მუზეუმების გაერთიანების ორენოვანი გამოცემაა.

ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფიასთან ერთად, წიგნში შესულია: ამბები მისი პირადი ცხოვრებიდან, მისი აქტიური მონაწილეობა იმდროინდელ საზოგადოებრივ საქმიანობაში, მუზეუმის ექსპონატთა და ხელნაწერთა ფოტოები.

წიგნი მოიცავს ინფორმაციას ნიკოლოზ ბარათშვილის  სახლ-მუზეუმის შესახებ, რომელიც თბილისის ერთ-ერთ კოლორიტულ უბანში – კალა-უბანში მდებარეობს.

წიგნის შეძენა შესაძლებელია თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების მუზეუმებში

ასევე:

წიგნის მაღაზია სანტა ესპერანსა – Bookshop Santa Esperanza

შაქრო ბაბუა / Grandpa Shaqro

Stamba Books • სტამბის წიგნები

Parnassus books