საქართველოში შიდა ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2020 წლის 24 ივნისიდან ა(ა)იპ „მუზეუმების გაერთიანების“ სტრუქტურული ერთეულები დამთვალიერებლებისთვის გაიხსნა.
თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში შემავალი ყველა მემორიალური სახლ-მუზეუმი დამთვალიერებლებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ICOM-ის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით მიიღებს.
ახალი კორონავირუსის პრევენციისთვის სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებისა და დაავადების საფრთხის შემცირების მიზნით,
2020 წლის 2 მარტიდან ა(ა)იპ „მუზეუმების გაერთიანების“ ყველა სტრუქტურულ ერთეულში შეჩერდა დამთვალიერებლებისა და ვიზიტორების მიღება.