თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების საჩუქარი კონკურს „მუსიკის საუკეთესო მასწავლებლის“ ფინალისტებს:
დღეს, თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანებამ კონკურს „მუსიკის საუკეთესო მასწავლებლის“ ფინალისტებს ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში უმასპინძლა.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებული კონკურსის — „მუსიკის საუკეთესო მასწავლებელი“ – ფინალისტებს ჩაუტარდათ ექსკურსია მუზეუმში.
მუზეუმში ექსკურსიის შემდეგ კი, კონკურს „მუსიკის საუკეთესო მასწავლებლის“ ფინალისტები გაეცნენ და მოისმინეს შემეცნებით-საგანმნათლებლო პროგრამა „ჰიმნი“.
ფოტო და აუდიომასალის გამოყენებით ნახეს და მოისმინეს:
✥ „ჰიმნი“, როგორც მუსიკალური ჟანრის ისტორია და სპეციფიკა;
✥ სხვადასხვა ქვეყნის ჰიმნები;
✥ საქართველოს ძველი და ახლანდელი ჰიმნები.