21 იანვარს, თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება – ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში, ტრადიციულად, ოპერა „აბესალომ და ეთერის“ პრემიერის დღე აღინიშნა.
წელს ღონისძიება მიეძღვნა ოპერა „აბესალომ და ეთერის“ იმ დადგმას, რომლითაც 1977 წელს განახლებული თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური ოპერის თეატრი გაიხსნა.
ღონისძიების ფარგლებში, აღნიშნული დადგმა გაიხსენეს მონაწილეება. ღონისძიებას უძღვებოდა მუსიკისმცოდნე მარიკა ჩიჯავაძე.