ანდრო დგებუაძის საჯარო ლექცია: მუსიკა და თვითშემეცნება

IMG 9951 - ანდრო დგებუაძის საჯარო ლექცია: მუსიკა და თვითშემეცნება

11 თებერვალს, თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება – ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში, ანდრო დგებუაძის საჯარო ლექცია „მუსიკა და თვითშემეცნება“ გაიმართა.

🎼 კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორმა, ბლოგერმა და მუსიკოსმა ანდრო დგებუაძემ ისაუბრა როგორია მუსიკის როლი თვითშემეცნებაში; რა აქცევს ადამიანის მუსიკალურობას განსაკუთრებულად და ვლინდება თუ არა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ერთმანეთისაგან განსხვავებულ სფეროში.

საჯარო ლექცია ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის ლექციათა ციკლის – „ვარიაციები მუსიკალურ თემებზე“ – ფარგლებში გაიმართა.