შეხვედრა ვახტანგ ჯავახაძესთან – წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე

DSCF8095 - შეხვედრა ვახტანგ ჯავახაძესთან - წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე

5 თებერვალს, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს, თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება-ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში, პოეტ ვახტანგ ჯავახაძესთან შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიებაზე პოეტმა წაიკითხა ლექსები თავისი კრებულიდან „ელეგია და სხვა“.

ვახტანგ ჯავახაძე არის შოთა რუსთაველისა და გალაკტიონ ტაბიძის პრემიის ლაურეატი. მიღებული აქვს ლიტერატურული პრემია „გალა“ (2008) ნომინაციაში წლის საუკეთესო სამაგიდო წიგნი წიგნისათვის „უცნობი“ და ლიტერატურული პრემია „საბა“ ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვისა და საუკეთესო პოეტური კრებულისთვის.