5 თებერვალს, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს, თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების საგანმანათლებლო ცენტრში, კალიგრაფ გიორგი სისაურთან შეხვედრა გაიმართა.
კალიგრაფმა, მხატვარმა გიორგი სისაურმა ისაუბრა ხელნაწერი წიგნის შექმნის პროცესზე, მის კომპოზიციურ ხასიათზე, დეკორაციებსა და სიმბოლოებზე.