4 თებერვალს, საქართველოში ისრაელის სრულუფლებიანი ელჩი რან გიდორი, თბილისის მუზეუმების გაერთიანების კოტე და სოსო წერეთლების მემორიალურ ბინა-მუზეუმს ესტუმრა.
ელჩს თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ნინი სანადირაძემ და მუზეუმის კურატორმა ლალი გულედანმა უმასპინძლეს.