სანდრო გეგეჭკორთან სალონური შეხვედრა გაიმართა

82879101 1079990425670463 598807501504249856 o - სანდრო გეგეჭკორთან სალონური შეხვედრა გაიმართა

27 იანვარს, თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება – ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმში, პიანისტ სანდრო გეგეჭკორთან სალონური შეხვედრა გაიმართა.

სანდრო გეგეჭკორი ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პირველი კურსის სტუდენტი და კლასიკური მუსიკის ფესტივალებსა და საერთაშორისო კონკურსებში მრავალგზის გამარჯვებულია.

პიანისტი საფორტეპიანო სოლო კონცერტებს მართავს მსოფლიოს ცნობილ დარბაზებში: ამსტერდამის კონცერტგებაუს სამეფო დარბაზსა და ვენის კაიზერის დარბაზში.

2018 წელს სერგეი რახმანინოვის სახლ-მუზეუმმა დააფუძნა სანდრო გეგეჭკორის სახელობის ფესტივალი „სანდრო გეგეჭკორი სერგეი რახმანინოვთან“.

შეხვედრაზე პიანისტმა შეასრულა რამდენიმე ნაწარმოებს საკონცერტო რეპერტუარიდან და ასევე ისაუბრა:

როდის აღმოაჩინა თავის თავში მუსიკა;
როგორ უნდა მიიტანოს მსმენელამდე ნაწარმოები;
კლასიკური მუსიკისადმი ინტერესზე უცხოეთსა და საქართველოში;
სამომავლო გეგმების შესახებ.