21 იანვარს, ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში, გაიმართა შეხვედრა საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატ დირიჟორ რევაზ ტაკიძესთან, რომელმაც ისაუბრა დავით თორაძის საბალეტო სპექტაკლ „გორდას“ შესახებ.
რევაზ ტაკიძე წლების განმავლობაში დირიჟორობდა „გორდას“ და ასევე ესწრებოდა აღნიშნული ბალეტის შექმნის პროცესს.
„გორდას“ პრემიერა 70 წლის წინ, 1950 წლის 8 იანვარს გაიმართა.