20 იანვარს ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში, სალონური შეხვედრების ციკლ „აქცენტების“ ფარგლებში, ეკა კვიციანთან შეხვედრა გაიმართა.
ეკა კვიციანმა ისაუბრა ვირტუალურისა და რეალურის (სიზმარ-ცხადის) ურთიერთგავლენაზე:
– სად სრულდება რეალობა და სად იწყება მონაგონი პოეზიაში?
– როგორ ვწყდებით რეალობას, როცა ვიწყებთ პოეზიაში ვინმეს/რაიმეს ქმნადობას?
– რა არის ცხოვრება პოეზიის თვალთახედვით – სიზმარი თუ ცხადი? ან იქნებ, სიზმარ-ცხადი?
ღონისძიების ბოლოს დისკუსია გაიმართა.