„იდეოლოგია და ხელოვნება“ – პროექტის პრეზენტაცია

და ხელოვნება 03 - „იდეოლოგია და ხელოვნება“ - პროექტის პრეზენტაცია

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება-კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური ბინა-მუზეუმის პროექტის – „იდეოლოგია და ხელოვნება“ – პრეზენტაცია გაიმართა.

ახალი პროექტი დამსწრე საზოგადოებას ნინი სანადირაძემ, კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური ბინა-მუზეუმის ექსპოზიციის მენეჯერმა მაქი კვიციანმა და პედაგოგ-ექსკურსიამძღოლმა ლუიზა ლაფერაძემ გააცნეს.
პრეზენტაციის შემდეგ, საბჭოთა საქართველოს ხელოვნებაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ დისკუსია გაიმართა.

„იდეოლოგია და ხელოვნება“ თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება – კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური ბინა-მუზეუმის ახალი პროექტია. „იდეოლოგია და ხელოვნება“ შეხვედრების ახალი ციკლია, რომელიც მოიცავს XX საუკუნის საბჭოთა საქართველოს იდეოლოგიის პირობებში არსებული ტენდენციების ასახვას ხელოვნებაში. მნიშვნელოვანია დისკურსი, თუ როგორ პასუხობს ხელოვნება საბჭოთა იდეოლოგიურ მოცემულობას და რა პირობებში ხდება ახალი ვიზუალური კონსტრუქტისა და სამეტყველო ენის ფორმირება, რადგან არსებულმა ისტორიულმა ფორმაციამ და ჩამოყალიბებულმა დღის წესრიგმა ხელოვნებას, როგორც მიმართულებას რადიკალური ინსტრუმენტალიზაციისკენ უბიძგა. ციკლის განმავლობაში განხილული იქნება საბჭოთა პერიოდის ხელოვნების სხვადასხვა დარგის შინაარსი და ვიზუალური სახე. ასევე საუბრები შეეხება XX საუკუნის სხვადასხვა ქრონოლოგიურ ეტაპს, საბჭოთა საქართველოს ხელოვნებაში მიმდინარე პროცესებს.