სტაჟირების პროგრამა იწყება

51041730 808362709499904 5398922307961880576 n 3 - სტაჟირების პროგრამა იწყება

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება გთავაზობთ 3-თვიან სტაჟირების პროგრამას, რომლის მთავარი მიზანია სამუზეუმო სფეროში დაინტერესებულ ზრდასრულ პირთა აქტიური ჩართულობა მუზეუმის თანამედროვე პროცესებში.

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება დაარსდა 2016 წელს და თბილისის მასშტაბით 9 დამოუკიდებელ მუზეუმს აერთიანებს.

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების მისია არის თანამედროვე საზოგადოებაში მუზეუმების ახალი როლი, რომელიც შეიძლება აღვწეროთ, როგორც ტრადიციული სამუზეუმო საქმიანობის შენარჩუნებისა და საგანმანათლებლო ასპექტის სინთეზი, რომლის ფარგლებშიც ყურადღება გამახვილებულია თითოეული ადამიანისთვის ცოდნის გაზიარებაზე.

სტაჟირების პერიოდში მონაწილეები გაეცნობიან სამუზეუმო და საფონდო საქმიანობის სპეციფიკას;
გაივლიან სტაჟირებას გაერთიანების ერთ-ერთ მუზეუმში;
აქტიურად ჩაერთვებიან სამუზეუმო მუშაობის შიდა პროცესებში;
მიიღებენ მონაწილეობას ღონისძიებების, პროექტებისა და გამოფენების დაგეგმვა-განხორციელებაში.

სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე:

infotbilisimuseumsunion@gmail.com

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 29 იანვარი.

განცხადების განხილვის შედეგად, შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება.

სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება მონაწილეებს გადასცემს ორენოვან სერტიფიკატებს.
საჭიროების შემთხვევაში გაიცემა რეკომენდაციები.
სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.