პოეზია და თავისუფლება – შეხვედრა ნუციკო დეკანოზიშვილთან

G37 5911 scaled - პოეზია და თავისუფლება – შეხვედრა ნუციკო დეკანოზიშვილთან

დღეს ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში სალონური შეხვედრების ციკლის „აქცენტების“ ფარგლებში პოეტ ნუციკო დეკანოზიშვილთან გაიმართა შეხვედრა.

შეხვედრის მთავარი თემა იყო პოეზია და თავისუფლება:

– რა არის თავისუფლება?
– როგორ გამოხატავენ პოეტები თავისუფლებისკენ სწრაფვას პოეზიაში?
– რომელ მეტაფორებს მიმართავენ?

ნუციკო დეკანოზიშვილმა ისაუბრა თანამედროვე ქართულ პოეზიაში თავისუფლების კონცეპტებსა და უახლეს ბილინგვურ პოეტურ კრებულზე „ვათავისუფლებ“ რომელიც ქართველ ქალთა თანამედროვე პოეზიის ანთოლოგიაა.