17 დეკემბერს, თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში, ქორეოგრაფ ნათია ბუნტურსა და მსახიობ ანა ნიკოლაშვილთან შეხვედრა გაიმართა.
თანამედროვე თეატრი, დიდი ხანია, თანამედროვე ცეკვის ენამ შეცვალა და მაყურებელს რეფლექსიის – ემოციისა და გაცნობიერების მეტი შესაძლებლობა მისცა.
ქორეოგრაფები სათქმელს სხვაგვარად ქმნიან – გაბედული, ორიგინალური და ახალი ვერსიებით, ან სულაც, მუსიკის გარეშე, რიტმითა და ხმაურით,
რომელიც კონკრეტული წარმოდგენისთვის დაიწერა.
შეხვედრაზე ნათია ბუნტურმა და ანა ნიკოლაშვილმა ისაუბრეს:
☑ როგორ იქმნება ფიზიკური, ცეკვის თეატრი;
☑ რა პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე დგებიან თავად შემსრულებლები;
☑ როგორ აფასებენ შედეგს.