შეხვედრა „აფინაჟთან“

79679460 1040436849625821 5530656797540483072 o - შეხვედრა „აფინაჟთან“

16 დეკემბერს, ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში, ახალი ციკლის – „აქცენტების“ ფარგლებში, ჟურნალ „აფინაჟის“ ავტორებთან შეხვედრა გაიმართა.

„აფინაჟი“ ქუთაისის ლიტერატურულ-სამეცნიერო ჟურნალია, რომელიც 2018 წელს დაარსდა.

ჟურნალს სხვადასხვა პროფესიისა და ინტერესების ადამიანები ქმნიან და როგორც ავტორები ამბობენ, „აფინაჟი“ აზრთა ომს ერთ სივრცეში გვთავაზობს.

„…ჩვენ ვამსხვრევთ მახინჯ სისტემებს და მოვდივართ ინოვაციური ხედვებით. აზრთა სხვადასხვაობის მნიშვნელობაზე ვამახვილებთ ყურადღებას და არ გამოვდივართ ცენზორის როლში, არ ვირგებთ ჩვენს გემოვნებაზე ჟურნალში დაბეჭდილ მასალებს…
ამით საზოგადოებას ვაძლევთ არჩევანის გაკეთების უფლებას. ყოველ აზრს აქვს არსებობის უფლება…“

საღამოზე მუსიკოსმა დავით ბახტაძემ თავისუფალი იმპროვიზაციები წარმოადგინა.