„ღვაწლმოსილი ტურიზმელები“ ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში

80236238 1038487303154109 2420786616206360576 o - „ღვაწლმოსილი ტურიზმელები“ ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში

14 დეკემბერს, თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ნინი სანადირაძემ, ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში, ტურიზმის სფეროს აკადემიური წრის წარმომადგენლების ღონისძიებას – „ღვაწლმოსილი ტურიზმელები“ – უმასპინძლა.

მუზეუმში ექსკურსიის შემდეგ, სტუმრები გაეცნენ როგორც ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის, ასევე სრულიად თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების სამუზეუმო ცხოვრებასა და მუშაობის სპციფიკას.

ნინი სანადირაძე სტუმრებს თბილისის მუზეუმების გაერთიანების სამ პრიორიტეტულ – სამეცნიერო, საგანმანათლებლო და საგამომცემლო მიმართულებაზე ესაუბრა.