25 ნოემბერს, თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში შეხვედრების ციკლის – „არტთერაპია-ხელოვნება გადაგვარჩენს“ – ფარგლებში, მებო ნუცუბიძესთან შეხვედრა გაიმართა.
მებო ნუცუბიძე ერთ-ერთი გამორჩეული მუსიკოსია თანამედროვე ქართულ სივრცეში, რაც განპირობებულია მისი განსხვავებული სტილითა და შესრულების მანერით. მისი მუსიკა გამოირჩევა მელანქოლიური ჟღერადობით და მასში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ტექსტებს.
ფართო საზოგადოებამ მებო ნუცუბიძე სხვადასხვა მუსიკალური პროექტიდან გაიცნო (საქართველოს “X ფაქტორი”, უკრაინის “The Voice”).
განსაკუთრებით პოპულარულია მებო ნუცუბიძის მუსიკალური პროექტი The BearFox, რომელიც მან 2013 წელს ბეთხოსთან (ირაკლი მანჩხაშვილი) ერთად შექმნა.
The BearFox-ის მუსიკა მიეკუთვნება ალტერნატიული მუსიკის ჟანრს. მუსიკოსები არ ექცევიან კონკრეტულ ჩარჩოებში და მუდმივად ახორციელებენ სხვადასხვა მუსიკალურ თუ ტექსტობრივ ექსპერიმენტებს. პროექტის პირველი ალბომი ინგლისურ ენაზეა ჩაწერილი. ამ ეტაპზე The BearFox მუშაობს ახალ ქართულენოვან ალბომზე
შეხვედრაზე მებო ნუცუბიძემ ისაუბრა:
▪ როგორ გარდაიქმნება ჩვეულებრივი ამბები სიმღერებად;
▪ როგორ იქმნება The BearFox -ის მუსიკალური კომპოზიციები;
▪ როგორ იქცევა მუსიკა ჰიტად;
▪ მუსიკის გავლენა ადამიანის ცხოვრებაზე;