თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში, 22 ნოემბერს, „თბილისის ბაროკო ფესტივალი 2019“-ის ფარგლებში, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ სამხატვრო ხელმძღვანელთან, ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძესთან შეხვედრა გაიმართა.
მარიამ ალექსიძემ დამსწრე საზოგადოებას ბაროკოს ეპოქის მუსიკისა და ცეკვის თანამედროვეობაში გადააზრებასა და ბაროკოს ეპოქის გავლენითა და შთაგონებით შექმნილ ქორეოგრაფიულ ინტერპრეტაციებზე მოუთხრო.