ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში გიორგი გიგაშვილის სოლო კონცერტი გაიმართა

74687799 1002510213418485 1123926579823509504 o - ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში გიორგი გიგაშვილის სოლო კონცერტი გაიმართა

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება – ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმში 5 ნოემბერს გიორგი გიგაშვილის სოლო კონცერტი გაიმართა.

საღამოზე შესრულდა ევროპელი და არგენტინელი კომპოზიტორების საფორტეპიანო ნაწარმოებები:

▪ შოპენი – 2 ნოქტიურნი;
▪ შოპენი – პოლონეზი;
▪ ლისტი – ეტიუდი „მაზეპა“;
▪ ბეთჰოვენის სონატა N 30;
▪ პროკოფიევი – სონატა N 7;
▪ გინასტერა – „3 არგენტინული ცეკვა“.

გიორგი გიგაშვილი თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის I კურსის სტუდენტი და რესპუბლიკური და საერთაშორისო კონკურსისა და ფესტივალის ლაურეატია.