წერილები ქვაზე – ელზა ხაინდრავა

DSCF6452 - წერილები ქვაზე - ელზა ხაინდრავა

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში შეხვედრათა ციკლის – „სიტყვის თავგადასავალი“ – მორიგი შეხვედრა „წერილები ქვაზე“ გაიმართა.

ისტორიას მეცნიერები გარკვეული მასალების საფუძველზე აღადგენენ და წარსულში მომხდარი ამბების აღდგენის, შემეცნების თუ უკეთ გაგების მიზნით მის შესწავლა-გამოყენებას იწყებენ. ეპიგრაფიკა-ისტორიის დამხმარე დისციპლინა სწავლობს მყარ მასალაზე – ქვაზე, კერამიკაზე, ლითონზე შესრულებულ ძველი წარწერებს, რომლის დახმარებითაც მთელი რიგი მკვდარი ენებისა და ცივილიზაციების აღმოჩენა და გადარჩენა გახდა შესაძლებელი.

საღამოს ისტორიკოსი ელზა ხაინდრავა უძღვებოდა.