ახალი გამოცემის „ლიტერატურული სამკუთხედი“ წარდგინება

DSCF6290 - ახალი გამოცემის „ლიტერატურული სამკუთხედი“ წარდგინება

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმში, 25 ოქტომბერს, ახალი გამოცემის – „ლიტერატურული სამკუთხედის“ – წარდგენა გაიმართა.

წარდგენაზე გერმანელმა პოეტმა გერტ რობერტ გრიუნერტმა და ქართველმა ავტორებმა ნინო პოპიაშვილმა და ცირა ცირა ბარბაქაძემ ისაუბრეს გამოცემის კონცეფციასა და მუშაობის პროცესზე.

სამი ავტორის ტექსტების ერთი კონცეფციით წარმოდგენა ლიტერატურულ სამკუთხედს ქმნის. ეს არის ცოცხალი ლიტერატურული პროცესის წარმოჩენა, ასევე, იმ ინტერკულტურული ურთიერთობის ასახვა, რაც შესაძლოა აერთიანებდეს ქართულ და გერმანულ ლიტერატურულ პროცესებსაც.

წიგნის იდეა ეფუძნება ლიტერატურისა და პოეზიის ამოცანებისა და საკითხების შესახებ დისკუსიას, იმ შესაძლებლობებისა და განსაკუთრებულობის ჩვენებას, რის წინაშეც დგას თანამედროვე ავტორი.

წიგნში შესულია ვრცელი ლიტერატურული ესე და ორი ავტორის 60 ლექსი. ეს ლექსები ზოგჯერ იმეორებენ თემებსა და აზრებს, ზოგჯერ კი, უკიდურესად ემიჯნებიან და გამორიცხავენ კიდეც ერთმანეთს, რაც ხელოვნებაში სრულიად ბუნებრივია.
წიგნში იპოვით, როგორია ორი ქართველი და ერთი გერმანელი ავტორის არაპირდაპირი კომუნიკაცია.

ნინო პოპიაშვილის ლიტერატურულ-ესეისტური, ფილოლოგიური საფუძველი და ასევე, წიგნის ბოლოში დართული დიალოგები ავტორებთან, ცირა ბარბაქაძისა და გერტ რობერტ გრიუნერტის პოეტური ტექსტები ლიტერატურულ სამხმოვანებად გარდაისახება.