III საერთაშორისო კონფერენცია „სემიტოლოგიური ძიებანი“

Kote 22 232 2 - III საერთაშორისო კონფერენცია „სემიტოლოგიური ძიებანი“

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანებამ  2019 წლის 22-23 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, უმასპინძლა III საერთაშორისო კონფერენციას – „სემიტოლოგიური ძიებანი“.

კონფერენცია, 22 ოქტომბერს, თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ნინი სანადირაძემ გახსნა.

კონფერენციის მონაწილეებსა და სტუმრებს თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე ნინო ლაცაბიძე მიესალმნენ.

საერთაშორისო კონფერენციის ტრადიცია 2017 წლიდან დაიწყო და წელს მესამედ უმასპინძლა ადგილობრივ და უცხოელ მონაწილეებს.

კონფერენციის მიზანია, სემიტოლოგიური სკოლის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის  ფართო სპექტრით წარმოჩენა და მისი პოპულარიზაცია, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. კონფერენცია წარმოდგენილია აღმოსავლეთმცოდნეობის სხვადასხვა მიმართულებით: ებრაული და არამეული ენები,  ებრაული იდენტობის საკითხები, ებრაული ენა და ლიტერატურა, არაბული ენა და ლიტერატურა. აღმოსავლური კულტურის საკითხები საქართველოში.

საერთაშორისო კონფერენცია ,,სემიტოლოგიური ძიებანი“ ეძღვნება მსოფლიო მნიშვნელობის სემიტოლოგს, ენათმეცნიერს, საქართველოში ებრაისტიკა-არამეისტიკის ფუძემდებლს, აღმოსავლეთმცოდნეობის სკოლის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულების დამაარსებელსა და სამეცნიერო ჟურნალის – „სემიტოლოგიური ძიებანი” – ხელმძღვანელს, აკადემიკოს კოტე (კონსტანტინე) წერეთელს.