შეხვედრა გიორგი ლობჟანიძესთან

DSCF4605 - შეხვედრა გიორგი ლობჟანიძესთან

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში გაიმართა შეხვედრა გიორგი ლობჟანიძესთან.

გიორგი ლობჟანიძეს თარგმნილი აქვს არაბული და სპარსული ლიტერატურის ცნობილ ავტორთა ნაწარმოებები: ჯიბრან ხალილ ჯიბრანის, ჯალალ ედ-დინ რუმის, იბნ ალ-მუკაფას, ფორუყ ფაროხზადის, ასევე სპარსული ზღაპრები, ასევე ავტორია ყურანის ახალი ქართული თარგმანისა. ყურანის თარგმანისთვის, 2008 წელს, მიენიჭა ლიტერატურულ პრემია „საბა“  წლის საუკეთესო თარგმანისთვის და ირანის ისლამური რესპუბლიკის სახელმწიფო პრემია “წლის წიგნი”.

გიორგი ლობჟანიძე რამდენიმე პოეტური კრებულის ავტორია, „დუღილის ტემპერატურა“ „ობლის კვერი“, „ბაბუაწვერების თაიგული“, „არაბულის მასწავლებელი“ „სიზმრის ნანგრევებში“

სტუმარმა საღამოზე ისაუბრა თანამედროვე ქართულ პოეზიაზე, კულტურათა შორის დიალოგზე ქართულსა, დასავლეთსა და აღმოსავლეთი პოეზიაში არსებულ საერთო კულტურულ ნიშნებზე.