შემოდგომა მუზეუმში – საოპერო მუსიკის საღამო

3 ოქტომბერი - შემოდგომა მუზეუმში - საოპერო მუსიკის საღამო

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება – ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში საოპერო მუსიკის საღამო – „შემოდგომა მუზეუმში“ გაიმართა.

საღამოზე შესრულა ქართველი და დასავლეთ ევროპელი კომპოზიტორების ცნობილი ნაწარმოებები.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტებმა, გოჩა დათუსანმა, სულხან გველესიანმა, ევროპაში მოღვაწე ბათუმის საოპერო დასის წამყვანმა სოლისტმა ოთარ (ბაჩო) ნაკაშიძემ, ახალგაზრდა შემსრულებლებმა ლელა სიხარულიძემ, ირენ ავაკიანმა, მარიამ ბარათაშვილმა, მარიამ გოგოჭურმა, გოჩა გაბიძაშვილმა და ალექსი შაპოვალოვმა.

საღამოს აკომპანირება გაუწიეს კონცერტმაისტერები მარინე ადამიშვილმა და ირინა ამბრიაშვილმა.