ლიტერატურული თამაში

65098660 615183375632918 8174973088291618816 n - ლიტერატურული თამაში

21-ე საუკუნეში დასვენების ყველაზე პოპულარული ინტელექტუალური საშუალება საინტერესო ფილმის ნახვა ან საყვარელი წიგნის კითხვაა, თუმცა მეგობრებთან ერთად სხვადასხვა ტიპის სამაგიდო თამაშები სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება.
განსაკუთრებით კი ისეთი ინტელექტუალური თამაშები, რომელთაც შეუძლიათ თითქმის ყველა ასაკის ადამიანი გააერთიანოს, ასწავლოს ახალი და ძველი გაახსენოს.

წარმოიდგინეთ, რომ ილიასავით ეტლით შორეული მგზავრობისთვის ემზადებით და თანამგზავრებიც გყავთ, წარმოსახვით იგივე გზას გადიხართ, რომელიც ილიამ გაიარა პეტერბურგამდე, აბარებთ უნივერსიტეტში, სწავლობთ, ამთავრებთ, ბრუნდებით სამშობლოში და იწყებთ საზოგადოებრივ მოღვაწეობას.

✥ ილიასეული ლიტერატურული თამაში 36 ბარათისაგან შედგება.
✥ მათგან 18 ბარათი შეკითხვებისაა, 18 – პასუხების.

თამაშში მონაწილეთა რიცხვი განუსაზღვრელია. ხალისიანი და შედეგიანი განწყობისთვის კი, აუცილებელია ლიდერის შერჩევა.

ლიტერატურული თამაში საუკეთესო საშუალებაა განსატვირთად, ოჯახის წევრებსა და მეგობრებთან ერთად დროის გასატარებლად, მე-19 საუკუნის საქართველოსა და ქართულ ლიტერატურაში სამოგზაუროდ.

თამაშში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა ჯგუფის წინასწარი რეგისტრაცია.

◈ შაბათი, 17:00 საათი
◈ ქ.თბილისი, გ. ჩუბინაშვილის ქ, N22
◈ მონაწილეობის ღირებულება: 5 ლარი
◈ (032) 2 305 001 | 599 515573, 568 515573

☑ „ლიტერატურული თამაშის“ შეძენა შეგიძლიათ: თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების მუზეუმებში.