იალქნებიდან სამოსამდე

სამოსამდე - იალქნებიდან სამოსამდე

,,ცოტა ხანი ვიმუშავე ლივაის მაღაზიაში, ნამეტარი მდიდარია იმსიმაგრე შარვალს კერავს, რუმ მეინდომო, ვერ დახევ, თანაც ჩასაცმავია კაი”.
✍ წერდა მე-19 საუკუნის ბოლოს ამერიკაში მყოფი უცნობი გურული მოჯირითე საკუთარ დღიურში.

მიუხედავად ჯინსების ხანმოკლე „ბიოგრაფიისა“, მილიონობით ადამიანის აზრით, ყველაზე მოსახერხებელ და დემოკრატიულ სამოსთა სიაშია და თავისუფლების სიმბოლოდაა აღიარებული.
კაპიტალისტური ქვეყნებიდან „რკინის ფარდაში“ შემოღწეულმა აკრძალულმა და არატრადიციულმა სამოსმა განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ საბჭოთა კავშირის მმართველობის დროს შეიძინა.
დღეს უკვე ძნელად იპოვით ადამიანს, ვის გარდერობშიც ჯინსი არ ინახება.

✥ გაინტერესებთ როგორ შეიქმნა ჯინსები?
ვინ შექმნა ის და როდის და რატომ გახდა ასეთი მოდური?
როგორი ისტორიები ახლავს ჯინსების შემოსვლას საქართველოში?
რას უკავშირდებოდა საბჭოთა სისტემაში თავისუფლების სიმბოლოები?

☑ თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება – კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური ბინა-მუზეუმი გთავაზობთ საგანმანათლებლო-შემეცნებით პროგრამას „იალქნებიდან სამოსამდე“. 

საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეებს ელოდებათ ექსკურსია მუზეუმში.
ექსკურსიის შემდეგ კი, მრავალფეროვანი ფოტო და ვიდეომასალის გამოყენებით ნახავენ და მოისმენენ:

როგორ გახდა გემის იალქანი ჯინსის წინამორბედი;
რატომ გახდა ჯინსები თავისუფლების სიმბოლო;
✥ „რკინის ფარდის“ ისტორიები და თავისუფლების მნიშვნელობა.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად.

◈ მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 15.
◈ ხანგრძლივობა: 90 წუთი
◈ სამშაბათი,15:00 საათი
◈ ქ.თბილისი, დ.უზნაძის ქ. N2
◈ ღირებულება: 5 ლარი
◈ (032) 2 305 001 | 599 515573, 568 515573