შავი სარკის მეტაფორები

1 2 - შავი სარკის მეტაფორები

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში ციკლის, „მეტაფორების სამყაროში“, მორიგი შეხვედრა „შავი სარკის მეტაფორები” გაიმართა.

საღამოს პროზაიკოსმა, ჟურნალისტმა და მხატვარმა მაკა ლდოკონენმა უმასპინძლა. ის ავტორია წიგნებისა “ქიშმიშიანი ამბები” და “ბიშეს ბალიშები”.
ბრიტანული ტელესერიალი „შავი სარკე“, ერთი შეხედვით, არის შოუ მომავლის ტექნოლოგიებზე, ტექნოლოგიებთან ადამიანების ურთიერთობებზე. თუმცა, მისი შემქმნელები ამტკიცებენ, რომ მათი ნოველები (ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სერიები) ადამიანებზეა.
მაგრამ… რას დავინახავთ ჩვენ „შავ სარკეში“? – ამას უამრავი სუბიექტური ფაქტორი განაპირობებს.
შეხვედრაზე შედარებების, მსგავსებებისა თუ ანალოგიების დახმარებით „შავ სარკეში“ არეკლილი ადამიანები თავად გადაიქცევიან მეტაფორებად; ჩვენ კი ვაფასებთ – სულიერი თუ უსულო საგნების თვისებებს უკეთ ირგებენ ისინი გარე სამყაროში, ოფისში, ოჯახში, პოლიტიკაში, სკოლაში, მუზეუმში, ვირტუალურ თამაშებსა თუ რეალობაში.