ჯაზის კორიფეები – უინტონ მარსალისი და თანამედროვე ამერიკული ჯაზის ინდუსტრია

71024677 968186170184223 6410660717061472256 n - ჯაზის კორიფეები - უინტონ მარსალისი და თანამედროვე ამერიკული ჯაზის ინდუსტრია

26 სექტემბერს თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურმა სახლ-მუზეუმმა საჯარო ლექციების ციკლის, „ვარიაციები მუსიკალურ თემებზე“, ფარგლებში  საჯარო ლექციას უმასპინძლა თემით „ჯაზის კორიფეები – უინტონ მარსალისი და თანამედროვე ამერიკული ჯაზის ინდუსტრია“.
”საჭიროა სტილის შეგრძნება. არ შეიძლება, უბრალოდ, ნოტების კითხვა – ეს იგივეა, რაც კითხვა ენაზე, რომლის ბგერადობა უცნობია”, – ამბობდა გამოჩენილი მესაყვირე.

ჯაზის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის, მესაყვირის, კომპოზიტორის, პედაგოგის, ცხრა გრემისა და პულიტცერის პრემიის მფლობელის, ჯაზური ლინკოლნ-ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელის უინტონ მარსალისის შემოქმედებაზე მუსიკისმცოდნე, კონსერვატორიის ჯაზის მიმართულების ლექტორმა მანანა ხვედელიძემ ისაუბრა.
ჯაზის წარმოშობის ისტორია არცთუ შორეული წარსულიდან იწყება. მეტად თუ ნაკლებად ჯაზური მუსიკის წარმოშობა დაკავშირებულია ამერიკის აღმოჩენის შემდეგ შექმნილ პოლიტიკურ ამინდთან.

თავის დროზე ჟურნალმა “ტაიმმა” “ლინკოლნ-ცენტრის” ბიგ-ბენდის ხელმძღვანელი უინტონ მარსალისი მუსიკის ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიაში შეიყვანა.  რაც შეეხება უინტონის მიერ პულიტცერის პრემიის მიღებას, ეს პრემია დიდმა დიუკ ელინგტონმაც კი, მიუხედავად ნომინირებისა, ვერ მიიღო.

საღამოს მსვლელობისას წარმოდგენილი იყო  ფილმებისა და მასტერკლასების ვიდეო ჩანაწერების ფრაგმენტები.