თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება – ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურმა სახლ-მუზეუმმა 2 სექტემბერს ციკლის, მეტაფორების სამყაროში, მორიგ შეხვედრას უმასპინძლა სახელწოდებით “ელიზაბეთ ბიშოპის მეტაფორები“.
ელიზაბეთ ბიშოპი მე-20 საუკუნის ამერიკულ პოეზიაში ერთ-ერთი გამორჩეული ავტორია. მისი დეტალებზე გამახვილებული თვალი ყოფით საგნებსა და ვიზუალურ სახე-ხატებს პოეტური მეტყველების შთამბეჭდავ ტროპებად აქცევს. პოეტი-დამკვირვებლის, პოეტი-მჭვრეტელის, პოეტი-ვიზიონერის შესახებ მთარგმნელმა მანანა მათიაშვილმა და საღამოს მოდერატორმა, პოეტმა ცირა ბარბაქაძემ ისაუბრეს.
ელიზაბეთ ბიშოპმა სულ ხუთი პატარა ლექსების წიგნი გამოსცა, თუმცა, მიუხედავად ამისა, იგი მაინც თაობის ყველაზე მნიშვნელოვან ავტორად იქცა. სულ მის კრებულებში 88 ლექსია, გამოუქვეყნებლებთან ერთად კი ბიშოპის მთელი პოეტური მემკვიდრეობა სულ 105 ლექსამდე ითვლის.
საღამოზე მთარგმნელმა პოეტის მისეული თარგმანები წაიკითხა დეტალურად ისაუბრა მათში გამოყენებულ სხვადასხვა მეტაფორებზე.
ელიზაბეთ ბიშოპის ერთ-ერთი კრებული „გეოგრაფია III“ მალე ქართულ ენაზე გამოიცემა.