მორიგი საჩუქარი თბილისის მუზეუმების გაერთიანება – თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმს . თოჯინა ალზასიდან, რეგიონალური სამოსით – საქართველოს დიდი მეგობრისა და გულშემატკივარის მარი მადლენ ბარტის საჩუქარია.
ქალბატონმა სოფიკო ჯერვალიძემ აღასრულა მარი მადლენ ბარტის სურვილი და თოჯინა თბილისის თოჯინებისა და სათამაშოების ფონდს საჩუქრად გადმოსცა.
მარი მადლენ ბარტი საქართველოს მრავალჯერ ესტუმრა და ქვეყნის ყველა კუთხე მოიარა. საქართველოზე შეყვარებულმა ქალბატონმა 2008 წლის აგვისტოც თბილისში გაატარა და საქველმოქმედო ღონისძიებებიც დაგეგმა საქართველოს მხარდასაჭერად.
საფრანგეთის ყველაზე პატარა რეგიონი ალზასის მკვიდრი მარი მადლენ ბარტი არამარტო თვითონ იყო საქართველოზე შეყვარებული, ოჯახის სხვა წევრებსაც გადასდო და შეაყვარა. ლორან ბარტი ფრანგი მეღვიანეა, რომლის ღვინოებსაც ეტიკეტზე ფრანგულთან ერთად ქართული წარწერაც ამშვენებს და ასე ცდილობს საქართველოს პოპულარიზებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
მარი-მადლენ ბარტი 2014 წელს გარდაიცვალა.
თბილისის თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმისთვის ახალი ექსპონატი მნიშვნელოვანი შენაძენია, თოჯინა სასაჩუქრე კოლექციაში დაიდებს ბინას, საფონდო ნომერთან ერთად მარი-მადლენ ბარტის სახელიც მიენიჭება.