საჩუქრები თბილისის თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმს

66940894 919605581708949 3017592461087211520 n - საჩუქრები თბილისის თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმს

სამუზეუმო ფონდებისა და კოლექციების გასამდიდრებლად თბილისის თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმი საჩუქრებს სხვადასხვა მეთოჯინებისა და მუზეუმის მეგობრებისგან ხშირად იღებს. 2016 წლიდან მუზეუმს არაერთი უნიკალური და საკოლექციო ნამუშევარი შეემატა. მათ შორისაა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის საქართველოში ბატონი ტოშიო კაიტანისა და ქალბატონი ჰარუე კაიტანის საჩუქარი ჰინა-ნინგიოს თოჯინა, მეთოჯინე ბაჩო ცანავას ნამუშევარი “არლეკინი”, მეთოჯინე ელენე წითლანაძის დედოფალა „ნანა“, ნაირა გალახვარიძის სააჩუქარი ფაიფურის თოჯინა, მეთოჯინე ნანა მეყანწიშვილის ნამუშევარი “პაპა კარლო ბურატინოს მარიონეტით”, ლიკა კაცელაშვილის “ესპანელი გოგონა” და სხვა.

მეთოჯინე ნანა ბედიაშვილმა საკოლექციო თოჯინა “არლეკინი” თბილისის “სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმს” საჩუქრად გადასცა. მასალა – ცვილი, ქსოვილი, გუაში, ხე, მაქმანი.

მეთოჯინე ელენე წითლანაძემ დედოფალა “კნენინა აკვნით” – თბილისის “სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმს” საჩუქრად გადასცა. მასალა – პოლიმერული თიხა, ხე, ქსოვილი, საღებავი, ბუნებრივი თმა, მაქმანი.