საზაფხულო კონცერტი

62191796 890033571332817 347000711470383104 o - საზაფხულო კონცერტი

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში საზაფხულო კონცერტი გაიმართა, რომელშიც რევაზ ლაღიძის ხელოვნების სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.

კონცერტი ზ.ფალიაშვილის ოპერის – „აბესალომი და ეთერი“ დადგმიდან 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.

მასში მონაწილეობა მიიღეს : საფორტეპიანო, საორკესტრო, ჩასაბერი და საგუნდო განყოფილების წარმატებულმა მოსწავლეებმა. ასევე, საქართველოს უსინათლოთა კავშირის, კულტურის, განათლების და სპორტის ცენტრთან არსებულმა ქალთა ანსამბლმა – “ლირა”.