ლიტერატურული ხუთშაბათობა – ილიას სახლში

62178145 890007061335468 8987596671814729728 o - ლიტერატურული ხუთშაბათობა - ილიას სახლში

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება – ილია ჭავჭავძის მემორიალურმა  სახლ-მუზეუმმა ლიტერატურული ტრადიციების მოყვარულებსა და მუზეუმის სტუმრებს ახალ სამუზეუმო ლიტერატურულ თამაშზე უმასპინძლა.

ილიასეული “ხუთშაბათობის” ტრადიცია მუზეუმში წლების მანძილზე უცვლელად ტარდებოდა, “ყოველ კვირა, ხუთშაბათობით, ილიასთან იკრიბებოდნენ არა თუ მარტო რედაქციის წევრები, – მთელი ჩვენი დამსახურებული მწერლები, აგრეთვე, ინტელიგენცია… შეიქმნებოდა სჯა-ბაასი, კამათი, პაექრობა. ილია მძლავრი იყო ლაპარაკში… ბოლოს საკითხები თავს ეხვეოდა სამშობლოს”.
მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში მასპინძლები და სტუმრები „ხუთშაბათობის“ ტრადიციის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. შეხვედრა ილია ჭავჭავაძის მემორიალურ სახლ-მუზეუმში 6 ივნისს გაიმართა.

ღონისძიებაზე მოსულმა სტუმრებმა სამაგიდო ლიტერატურული თამაში ითამაშეს. გამარჯვებულებს საჩუქრად თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების სხვადასხვა გამოცემა გადაეცათ.

სამაგიდო „ლიტერატურული თამაში“ ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ფაქტებს ეფუძნება და შედგება ილიას ცხოვრების ნაცნობი და საინტერესო დეტალებისგან. თამაშს კითხვა-პასუხი-გამოცნობის სტრუქტურა აქვს.