მუსიკა ქართული ანიმაციური ფილმებიდან

62346211 888542644815243 5913010218047897600 o - მუსიკა ქართული ანიმაციური ფილმებიდან

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში გაიმართა შეხვედრა თემაზე – „მუსიკა ქართული ანიმაციური ფილმებიდან“.

მუსიკათმცოდნე – ლიკა ხორბალაძემ ისაუბრა მუსიკის შექმნის პროცესზე ანიმაციურ ფილმებში, პროცესის თავისებურებებსა და ქართული მულტფილმების მუსიკალური გაფორმების სპეციფიკაზე.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს და ქართული მულტიპლიკაციური ფილმებიდან მუსიკალური კომპოზიციები შეასრულეს ბექა ფირცხალაშვილმა და „კომპოზიტორთა კავშირის ინსტრუმენტულმა ტრიომ“.