“თოჯინების ისტორია” წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე

61590624 886975484971959 2586957363290308608 n - "თოჯინების ისტორია" წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე გამართულ საბავშვო ღონისძიებას საგანმანათლებლო პროგრამით – „თოჯინების ისტორია“ შეუერთდა.

ღონისძიების სტუმრებმა მოისმინეს თბილისის თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმის იტორია და თოჯინური ხელოვნების ისტორია, დაათვალიერეს თოჯინებისა და სათამაშოებს არტეფაქტები ანტიკური პერიოდიდან დღემდე, დაამზადეს ტრადიციული ქართული დედოფალები, სახელები მოუფიქრეს და შემდეგ პერსონაჟებად აქციეს.

ღონისძიებას შეუერთდა თიბილისის თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმის ერთ – ერთი პირველი საკოლექციო ექსპონატი დედოფალა „მარინე“, რომელიც 1952 წელს მუზეუმისთვის რაფიელ ბეგთაბეგიშვილმა დაამზადა. საკოლექციო თოჯინა 1 ივნისს 67 წლის გახდა.