ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღე 1950 წლიდან აღინიშნება ყოველწლიურად 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისთვის. თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებითა და ღონისძიებებით აღნიშნავს და ყველა დაინტერესებულ პირს იწვევს საგანმანათლებლო პროგრამებსა და სამუზეუმო ღონისძიებებზე.