“ქართული კულტურა და XX საუკუნე”-კვლევითი პროექტი

57395669 10213419364787504 5339479475253936128 n - "ქართული კულტურა და XX საუკუნე"-კვლევითი პროექტი

“ქართული კულტურა და XX საუკუნე” მრავალდარგობრივი კვლევითი პროექტია და  სხვადასხვა სფეროს მკვლევარების ჩართულობას ითვალისწინებს. პროექტის შედეგად უნდა შეიქმნას ეპოქის და ხელოვანის ურთიერთკავშირის მრავალრაკურსიანი სურათი.

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების მისია, ეს არის მუზეუმების ახალი როლი თანამედროვე საზოგადოებაში, რომელიც შეიძლება აღვწეროთ, როგორც ტრადიციული სამუზეუმო საქმიანობის შენარჩუნებისა და საგანმანათლებლო ასპექტის სინთეზი, რომლის ფარგლებშიც ყურადღება გამახვილებულია თითოეული ადამიანისთვის ცოდნის გაზიარებაზე. მეოცე საუკუნეში ხელოვნება მკაცრ იდეოლოგიურ ჩარჩოებში მოექცა. თუმცა, პარადოქსულად, დიქტატურისა და უმძიმესი იდეოლოგიური წნეხის პირობებში, საბჭოთა საქართველოში მაინც იკვეთებოდა ეროვნულ ძირებზე დამყარებული კულტურული ცხოვრება-თეატრი, მხატვრობა, ლიტერატურა თუ ხელოვნების სხვა დარგები. ტრადიცული სამუზეუმო ცხოვრება ეპოქისა და კონტექსტის ანალიზის გარეშე წარმოუდგნელია. მეოცე საუკუნის ქართული ხელოვნება სხვადასხვა საკვლევ მიმართულებას მოიცავს, მათ შორისაა ვახტანგ ჭაბუკიანის შემოქმედებისა და ბიოგრაფიის კომპლექსურად – ეპოქასთან, კულტურულ და სოციო-პოლიტიკურ გარემოსთან მიმართებაში განხილვა. კვლევის ამოცანაა წარმოაჩინოს არტისტის ეპოქის და გარემოს სხვადასხვა კონტექსტები, პარალელური კულტურული პროცესები. კვლევამ აქცენტები უნდა დასვას ისეთ საკითხებზე, რომლებიც არა მხოლოდ ვახტანგ ჭაბუკიანთან და საბალეტო ხელოვნებასთან მიმართებაში, არამედ, სახელოვნებო სფეროში არ არის გამოკვლეული.

მრავალდარგობრივი კვლევითი პროექტი ორი ძირითადი კომპონენტისგან შედგება “ვახტანგ ჭაბუკიანი და XX საუკუნე” და „მესამე წახნაგი“. პროექტის ორივე ნაწილი სხვადასხვა სფეროს მკვლევარების ჩართულობას ითვალისწინებს და თბილისის მუზეუმების გაერთიანებისთვის მნიშვნელოვან საკვლევ თემებს აერთიანებს. პროექტის შედეგად უნდა შეიქმნას ეპოქის და ხელოვანის ურთიერთკავშირის მრავალრაკურსიანი სურათი.

პროექტი 2019 წლის დასაწყისში დაიწყო და ძირითადად ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმსა და ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ მუზეუმში ხორციელდება. პირველი ნაწილი კალენდარული თვის ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს მიმდიანრეობს სადისკუსიო თემით „ვახტანგ ჭაბუკიანი და XX საუკუნე“ და „მესამე წახნაგი“.

თითოეული დისკუსიის თემა, ავტორის მსოფლმხედველობიდან გამომდინარე იქნება გასხვავებული და შესაბამისად, დამსწრე საზოგადოების მიერ გამოხატული აზრი, პროექტის კვლევის პრინციპებიდან გამომდინარე, სადისკუსიო თემისთვის საინტერესო და სამსჯელო რადგანაც, კვლევის ამოცანაა წარმოაჩინოს არტისტის ეპოქის და გარემოს სხვადასხვა კონტექსტები, პარალელური  კულტურული პროცესები.

პროექტის დასკვნითი კონფერენცია ჩატარდება თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების ეგიდით 2019 წლის 19-20 სექტემბერს.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, როგორც აკადემიური ხარისხის მქონე პირებს, ისე მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს.

მაგისტრანტების და დოქტორანტების მოხსენებები მიიღება სამეცნიერო ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე.

საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილება კონფერენციაში მონაწილეობისა და ნაშრომების კრებულში დაბეჭვდის თაობაზე, ავტორებს ეცნობათ არაუგვიანეს 10 ივლისისა

საკონფერენციო თემა უნდა შეიცავდეს მეცნიერულ სიახლეს და არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ან წაკითხული სხვა სამეცნიერო ღონისძიებაზე.

კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებები:

ხელოვნებათმცოდნეობა

მუსიკათმცოდნეობა

საბალეტო ხელოვნება

თეატრმცოდნეობა

კინომცოდნეობა

ქორეოლოგია

კულტურის კვლევა და მართვა

მედია

კონფერენციაში მონაწილეობისათვის საჭიროა  2019  წლის  20 ივნისამდე წარმოადგინოთ:

-სარეგისტრაციო ანკეტის ელექტრონული ვერსია;

– CV

-მოხსენების რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენებზე.

გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა (იხ. თანდართული ფაილი) და გადმოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: conferencetbilisimuseums@gmail.com

კონფერენციის მასალებით მომზადდება სამეცნიერო გამოცემა.