გისურვებთ სულ მალე თქვენი საყვარელი საქართველოს სრულ დამოუკიდებლობას“
1989წ. მერაბ კოსტავა.
26 მაისს, საქართველოს ეროვნულ გმირსა და ერნოვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერს – მერაბ კოსტავას 80 წელი შეუსრულდებოდა. იგი 1939 წლის 26 მაისს დაიბადა და მის სახელს უკავშირდება თავისუფლების იდეა და მისთვის ბრძოლა.
თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება მერაბ კოსტავას მემორიალურმა სახლ-მუზეუმმა სხვადასხვა ტიპის აქტივობით უმასპინძლა ღონისძიებას.
დღის მანძილზე დაგეგმილ აქტივობებს შორის იყო წმ. თამარის სახელობის სკოლა-პანსიონისა და წყნეთის ჰამლეტ გონაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის მოსწავლეების კონცერტი; პოეზიის საღამო; ვოკალური ანსამბლის „ბარაკონი“ კონცერტი და მერაბ კოსტავას ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი დოკაუმენტურ-მხატვრული ფილმის „წამებული“ (რეჟ. თემურ ბაქრაძე, 1990-1991წ.წ) ჩვენება.