თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანებამ მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ახალი გამოცემა „წერილები წარსულიდან“ წარადგინა.
გამოცემაში გამოყენებულია თბილისის მუზეუმების გაერთიანების მუზეუმებში დაცული საარქივო მასალები და დღემდე გამოუქვეყნებელი წერილები საქართველოს უახლესი წარსულიდან, რაც ჩვენი წვლილია ქვეყნის კულტურულ პოლიტიკაში, ღირსეულად წარმოაჩინოს საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
წიგნი მხატვრულად გააფორმა ნინო ანდრიაშვილმა.
გამოცემის პრეზენტაცია თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ვაკის მედიათეკაში შედგა.
თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება, 18-25 მაისს, სხვადასხვა ღონისძიებებით, პრეზენტაციებითა და „მუზეუმის ღამის“ ფარგლებში დაგეგმილი აქტივობებით უერთდება.
მუზეუმის საერთაშორისო დღის მიზანია, ხელი შეუწყოს იმ ფაქტის გაცნობიერებას, რომ “მუზეუმები წარმოადგენენ მნიშვნელოვან საშუალებას კულტურული გაცვლებისათვის, კულტურათა გამდიდრებისა და ურთიერთგაგების, თანამშრომლობისა და ხალხთა შორის მშვიდობის განვითარებისათვის“.
მუზეუმის საერთაშორისო დღე – 18 მაისი, რომლის მიზანი საზოგადოების განვითარებაში მუზეუმის როლის გაცნობიერებაა, 1977 წელს დაფუძნდა მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM)-ის მიერ. ამ დღისთვის ICOM-ის მრჩეველთა საბჭო ყოველწლიურად ირჩევს თემას, 2019 წლის მუზეუმის საერთაშორისო დღის თემაა „მუზეუმები, როგორც კულტურული ჰაბები: ტრადიციის მომავალი”.